Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის

ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის

ისეთივე თავზარდამცემია მაკის ვორიდისის პირველი გადაწყვეტილებები საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორიც იყო მისი ემიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის მინისტრად დანიშვნა.

ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას ვორიდისმა განაცხადა, რომ საემიგრაციო პოლიტიკა სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის უფლებამოსილების ფარგლებს და არის სრულიად ევროკავშირის პასუხისმგებლობა. ევროპამ და თითოეულმა ევროპის ქვეყანამ უნდა შეძლოს საზღვრების დაცვა და შემოსული ემიგრანტების ნაკადების ქვეყნის შიდა ეკონომიკური ინტერესებისა და საჭიროებისამებრ მართვა. გამომდინარე აქედან ნათლად ჩანს, რომ დადებითად არის განწყობილი სეზონური ტურისტული და სამიწათმოქმედო სამუშაო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა კატეგორიულად წინააღმდეგია საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ემიგრანტების გაჩერებისა და საჭიროდ თვლის მათ დეპორტაციას. 

“ქვეყანაში უკანონოდ მყოფმა ემიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ საბერძნეთის კარი მათთვის ღია არ არის!” 

ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, თუ რა ბედი ეწევა კანონს, რომლის საფუძველზეც უამრავი ემიგრანტი ისევ შეძლებდა დამსაქმებლის ცნობისა და ქვეყანაში 3 წლიანი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მეშვეობით ბინადრობის მოწმობის აღებას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონი 2024 წლის 31 დეკემბრამდე იყო ძალაში. 2025 წელს კანონპროექტი ისევ უნდა წარდგენილიყო საპარლამენტო სხდომაზე მოსასმენად და იგეგმებოდა კანონპროექტისთვის ხმის მიცემა და მისი სექტემბრის თვემდე გადავადება, თუმცა ემიგრაციის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონპროექტის მოსმენა 20 მარტის დღის წესრიგიდან მოიხსნა და არ განიხილება მანამ, სანამ მაკის ვორიდისი არ დარწმუნდება როგორც ამ კანონის საჭიროებაში, ასევე ამ კანონის საფუძველზე ბინადრობის მოწმობის აღების საკმარისად მკაცრი წინაპირობების არსებობაში.

ინტერვიუდან ნათლად ჩანს, რომ ემიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის მინისტრი დაუფარავად ემხრობა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას და მოსწონს იდეოლოგია “ქვეყანა ემიგრანტების გარეშე”, თუმცა რამდენად აიტანს აშშ-სა და საბერძნეთის ეკონომიკა იაფი მუშახელის გარეშე ფუნქციონირებას ამას დრო და დანერგილი პრაქტიკა გვაჩვენებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *