Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შაბათს, 5 ივლისს მეტრო 24 საათიანი განრიგით სატესტო რეჟიმში იმუშავებს

შაბათს, 5 ივლისს მეტრო 24 საათიანი განრიგით სატესტო რეჟიმში იმუშავებს

შაბათს 5 ივლისს, იგეგმება მეტროს 24 საათიანი განრიგით ამუშავება სატესტო რეჟიმში.

როგორც სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, კოსტას კირანაკისმა ტელემაუწყებელ Open-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ სატესტო რეჟიმი ხარვეზების გარეშე ჩაივლის სექტემბრიდან ყოველ შაბათს მეტრო 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

“შაბათს მეტროს 24 საათიანი განრიგით გადაადგილების პირველი მცდელობა იქნება. მადლობას ვუხდი თანამშრომლებს, რომ იღებენ მონაწილეობას ამ ინიციატივაში. აუცილებლად დაჯილდოვდება თითოეული მათგანი. არსებობს სხვადასხვა გამოწვევები, რომლებიც შაბათობით მეტროს ხაზის  24 საათიან რეჟიმში მუშაობას უკავშირდება. გასულ 2 შაბათ დღეს უკვე მოხდა სატესტო რეჟიმში ვაგონების გადაადგილება მგზავრების გარეშე, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ვთვლი რომ 5 ივნისსაც ყველაფერი კარგად იქნება. მეტროსადგურებში იქნებიან პოლიციელები, რათა თვალყური ადევნონ მოვლენების განვითარებას. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის სექტემბრიდან მეტრო შაბათობით 24 საათიანი განრიგით ამუშავდება.” – აცხადებს კოსტას კირანაკისი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *