Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შავი პარასკევი – რჩევები მომხმარებლებისთვის

შავი პარასკევი – რჩევები მომხმარებლებისთვის

2025 წელს შავი პარასკევი 28 ნოემბერს ემთხვევა, ხოლო Cyber Monday კი 1 დეკემბერს.

დიდ ფასდაკლებებს შეთავაზებების ახალი ტალღა მოაქვს მომხმარებლებისთვის როგორც ტანსაცმლის, ასევე ელექტრონულ მაღაზიებში. 

მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ნოემბრის დასაწყისიდან სთავაზობენ ფასდაკლებებს მომხმარებლებს, მთავარი ფასდაკლების დღედ 28 ნოემბერი ითვლება.

მომხმარებლებმა ამ პერიოდის განმავლოვაში უნდა “იშოფინგონ” გონივრულად: წინასწარ დაგეგმონ თუ სად წავლენ საყიდლებზე, შეადარონ ფასები ერთმანეთს და მიუდგნენ საყიდლებს სტრატეგიულად, რათა თავი დაიცვან მარკეტინგული მახეებისგან და მიიღონ რეალურად კარგი ფასდაკლებები.

ფასდაკლებების დროს აუცილებელია დავაკვირდეთ:

  • ფასდაკლებების პერიოდს: მთავარი ფასდაკლებების დღე 28 ნოემბერია.
  • Cyber Monday-ზეც, როცა მომხმარებლებს ელექტრონულად შეუძლიათ ფასდაკლებული ნივთების შეძენა, ასევე კარგი ფასდაკლებებია.
  • ნუ იყიდით პირველივე შემხვედრ ნივთს გადაუმოწმებლად, რადგან ხშირად ფასი არც თუ ისე კარგია, როგორც მარკეტინგის დეპარტამენტს უნდა რომ გვაჩვენოს.
  • სწორად შეარჩიეთ ფასდაკლებული ნივთები. ამ პერიოდში რეკომენდირებულია უფრო ტექნოლოგიის ყიდვა, ვიდრე ტანსაცმლის.
  • ონლაინ შესყიდვების დროს კარგად გადაამოწმეთ მაღაზიის რეპუტაცია.
  • თუ საჩუქრად ყიდულობთ რაიმეს შავ პარასკევს, გაითვალისწინეთ მოტანის დრო, რადგან ფასადკლებების დროს შეძენილი ნივთები, დიდი მოთხოვნის გამო, ხშირად 2 კვირაზე მეტსაც აგვიანებს.
  • საყიდლების დასრულების შემდეგ შეინახეთ ქვითრები, შეძენის დამადასტურებელი იმეილები და სქრინშოთები, რომლებზეც პროდუქტის ფასდაკლებული ფასია მითითებული.
  • გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაამოწმეთ ფასმა თუ მოიმატა, ან იკლო.
  • გაითვალისწინეთ ფასდაკლებების დროს შეძენილი ნივთების მიბრუნების ვადები, რომლებიც ხშირად ჩვეულებრივისგან განსხვავდება.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *