Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ევროპას ეშინია ტერორისტული თავდასხმების ტალღის ისრაელ-ჰამასის ომის გამო

ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ევროპა ტერორისტული თავდასხმების ახალი ტალღისთვის ემზადება, ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმის და ბელგიასა და საფრანგეთში ისლამისტი ექსტრემისტების მიერ ჩადენილი მკვლელობების შემდეგ.

ევროპა ხედავს „ისლამისტური ტერორიზმის“ საფრთხის ზრდას,  ის ყველა სახელმწიფოს ემუქრება, განაცხადა სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ, რაც 45 წლის თავდამსხმელმა რომელმაც თავი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრად მოიხსენია,  პასუხისმგებლობა აიღო ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე, როდესაც ორი შვედი მამაკაცი მოკლა ბრიუსელში.

”ჩვენ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ,” – თქვა მაკრონმა. „ევროპის ყველა სახელმწიფო დაუცველია და მართლაც არის ისლამისტური ტერორიზმის აღორძინების საფრთხე.”

ABC News-თან ინტერვიუში ევროკავშირის სამართალდამცავი სტრუქტურის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის და ისრაელის სამხედრო პასუხის შემდეგ.

”მე შეშფოთებული ვარ”, – თქვა ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა კატრინ დე ბოლემ.

„ტერორიზმისა და ევროკავშირის სტატუსის შესახებ ჩვენი უახლესი ანგარიშით, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ახალგაზრდა ფაქტობრივად ექცევა მათი გავლენის ქვეშ, ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით. ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, რომლებსაც სჯერათ, რომ უნდა წავიდნენ და ჩაიდინონ ტერორისტული თავდასხმა, რადგან სურთ უფრო დიდ ოჯახს ეკუთვნოდნენ.

პალესტინაში არსებული მდგომარეობის შემდეგ ჩვენ ნამდვილად უნდა ვაკვირდებოდეთ ყოველდღიურად რა ხდება და უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, რათა არ დავაგვიანოთ პრევენციული ზომების მიღება”,-განაცხადა დე ბოლემ.

„ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ტერორიზმის ახალი ტალღა მსოფლიოში“, განუცხადა Euronews-ს ბელგიელმა ტერორიზმის სპეციალისტმა კლოდ მონიკემ. “დღეს ეს მოხდა საფრანგეთსა და ბელგიაში,  ხვალ შესაძლოა მოხდეს შეერთებულ შტატებში, ან სადმე სხვაგან, მაგრამ ეს იქნება ტერორისტული შოკი, რომელიც შედეგი იქნება იმისა, რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში.”

ექსპერტები შიშობენ, რომ კონფლიქტი ისრაელსა და ჰამასს შორის შესაძლოა წამახალისებელი ფაქტორი გახდეს ტერორისტული თავდასხმებისთვის.

„ის, რაც ისრაელში ხდება, ახალი მოტივაციაა“, – განაცხადა ტერორიზმის ექსპერტმა Euronews-თან საუბრისას. „ეს არის ახალი სტიმული, რომელიც საშუალებას აძლევს ჯიჰადს აღორძინდეს და გაიზარდოს.”

თუმცა, მონიკემ აქვე აღნიშნა, რომ ევროპაში ფართომასშტაბიანი კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმების მცირე რისკი არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის შესაძლებლობა არ არის დარჩენილი. ამის ნაცვლად, უფრო სავარაუდოა განხორციელდეს ცალკეულ ადამიანებზე თავდასხმები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *