Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

შეიარაღებული ძარცვა ეღალეოში

შეიარაღებული ძარცვა ეღალეოში

ეღალეოში გვიან ღამით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სუპერ-მარკეტი გაძარცვა. 

ΕΛΑΣ-ის წყაროებზე დაყრდნობით, ღამის 22:30 საათზე, უცნობი პიროვნება, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, სუპერ-მარკეტში შეიჭრა.

აღნიშნული სუპერ-მარკეტი აღიოს ვასილიოსის ქუჩაზე მდებარეობს. 

მძარცველი მაღაზიის თანამშრომელს იარაღით დაემუქრა და უბრძანა რომ არ განძრეულიყო, რათა სალაროდან თანხა თავისუფლად აეღო. სუპერ-მარკეტის მფლობელის ჩვენების თანახმად ბოროტმოქმედმა თანხა აიღო, ჰაერში ორჯერ გაისროლა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დანაშაულის ადგილიდან ორი ვაზნა ამოიღეს და დაიწყეს გამოძიება მძარცველის ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *