Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხალკიდაში: მანქანიდან დამწვარი ქალის ცხედარი ამოიღეს

ტრაგიკული შემთხვევა ხალკიდაში, სოფლის გზაზე , სადაც მეხანძრეებმა  დამწვარი ქალის ცხედარი ავტომანქანიდან  ამოიღეს.

ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს,  7 მაისს, პანორამას რაიონში მოხდა.

გავრცელებული  ინფორმაციით, დღის 16:30 საათის შემდეგ, ავტომობილის მძღოლმა გაურკვეველ ვითარებაში საჭეზე  კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა,   სიმაღლიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ხალკიდის სახანძრო ბრიგადის ძალები,  ევიის სამძებრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე  პოლიციის თანამშრომლები.

ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა,  რომელთაგან ერთი გოგონა იყო, მგზავრთაგან ერთი დაიწვა, მძღოლი მძიმე დამწვრობით და კიდევ ერთი მგზავრი ქალი  სასწრაფო დახმარების მანქანით ხალკიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *