ალექსანდრიის ძველი ბერძნული ნეკროპოლისი საზოგადოებისთვის იხსნება
ეგვიპტეში, დღევანდელი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მახლობლად, ელინისტური ეპოქის ძველი ბერძნული ნეკროპოლისი სამწლიანი, საფუძვლიანი აღდგენითი პროექტის დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის 2023 წლის 8 მაისიდან გაიხსნება.
შათბის ნეკროპოლისი, როგორც მას უწოდებენ, თარიღდება პტოლემეოსის მმართველობის დასაწყისით, ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქალაქის დაარსებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.
ალექსანდრიის ტერიტორიის აღმოსავლეთით მდებარე აღნიშნული ნეკროპოლისი შემთხვევით აღმოაჩინეს მე- 19 საუკუნის ბოლოს, ჯუზეპე ბოტიმ და ევარისტო ბრეჩიამ.
ნეკროპოლისი შეიცავს უძველეს სამარხებს ალექსანდრიაში,დაწყებულს მოკრძალებული საფლავებიდან, გალერეის სამარხებიდან , განვითარებულს მონუმენტურ ჰიპოგეამდე- მიწისქვეშა კამერების ჯგუფი, რომელიც ჩაჭრილია კლდეში, ღია ცის ქვეშ.

ბევრი სამარხი შედგებოდა ნიშისგან, რომელშიც განთავსებული იყო ურნა, კრემაციის შემდეგ მიცვალებულის ფერფლის შესანახად.
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალური დეკორაციის დიდი ნაწილი არ არის შემონახული, შემორჩენილია საკმარისი რაოდენობა, რომელიც იძლევა ჰიპოგეუმის წარსული სიდიადის გასაოცარ ნიშნებს: კედლების უმეტესობა გამოკვეთილია, გამოსახულია კარნიზები, ჩართული სვეტები და მყარი ფსევდო- ფანჯარა.
ისტორიული ღირსშესანიშნაობა, რომელიც ძირითადად უგულებელყოფილი იყო საუკუნეზე მეტი ხნის წინ აღმოჩენის შემდეგ, მოითხოვდა დაუყოვნებლივ ჩარევას, რაც მიზნად ისახავდა არამარტო გადარჩენას, არამედ მის დინამიურ დაბრუნებას ალექსანდრიის არქეოლოგიურ და კულტურულ რუკაზე.
აქედან გამომდინარე, 2019 წელს ალექსანდრიის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს ზედამხედველობით წამოიწყო ალექსანდრიის მრავალმხრივი ნეკროპოლისის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის მიზანიც იყო არა მხოლოდ ძეგლის შენარჩუნება, არამედ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდაც.
შათბის ნეკროპოლისის გათხრებში, შესწავლასა და დოკუმენტაციაში ასევე ჩართული იყო ათენის ეროვნული და კაპოდისტრიას უნივერსიტეტიც, ხოლო ციფრული დოკუმენტაცია და 3D მოდელირება განხორციელდა კვიპროსის ინსტიტუტის მიერ.
ადგილზე სამუშაოები დაიწყო ნანგრევებიდან ტალახისა და წყლის თითქმის ორი მეტრის ფენის მოცილებით და გაგრძელდა კონსტრუქციების დამონტაჟებით, რათა დაიცვან ადგილი შემდგომი დაზიანებისგან.
ათენის უნივერსიტეტის მონაცემებით ადგილზე აღმოაჩინეს 300- ზე მეტი ახალი ექსპონატი, მათ შორის ჩონჩხის ნაშთები, ცინური ურნები და კარგად შემონახული ადგილობრივი თუ უცხო ჭურჭელი.
პროექტის დასრულების შემდეგ ვიზიტორებს შეეძლებათ ნეკროპოლისში უფრო ადვილად გადაადგილება ახალი კიბეების, ტროტუარებისა და დამონტაჟებული განათების წყალობით.

