Latest news
გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შვილი მომიკლეს – აცხადებს 15 წლის გოგონას მამა, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევა იმსხვერპლა

შვილი მომიკლეს – აცხადებს 15 წლის გოგონას მამა, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევა იმსხვერპლა

ნაგვის მანქანის მძღოლს ადანაშაულებს 15 წლის ანნა-მარიას მამა, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთვევამ იმსხვერპლა.

გოგონა ΠΑΟΚ-ის ქალთა საფეხბურთო გუნდში თამაშობდა და ერთ-ერთი ვარშიშის შემდეგ მამა-შვილი მოტოციკლეტით სახლში ბრუნდებოდა, როცა უკნიდან ნაგვის მანქანა შეეჯახათ. ძლიერი შეჯახების შედეგად მამა-შვილი ადგილიდან მოწყდა და 15 მეტრის მოშორებით დააეცა.

“შვილი მომიკლეს, ნაგვის მანქანა შეგვეჯახა უკნიდან. ჩემს გოგოსთან ერთად მოტოციკლეტით სახლში მივდიოდი და უკნიდან დაგვეჯახნენ. მე ნაკაწრიც კი არ მაქვს, მაგრამ ჩემი შვილი გარდაიცვალა. უკნიდან არის დაზიანებული მოტოციკლეტი, რაც ნიშნავს რომ უკან მოგვყვებოდა ნაგვის მანქანა. 15 მეტრის მოშორებით გადაგვაგდო შეჯახებამ. არაფერი მაინტერესებს. შვილს უკან ვეღარაფერი დამიბრუნებს.” – აცხადებს გოგონას მამა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *