Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

შორეული ბერძნული კუნძულის ციხე-მონასტერი და მისი უკანასკნელი ბერი

ეს არის მამა გრიგორიოსის, ბერძენი მართლმადიდებელი  ბერის ისტორია, რომელმაც თავისი ცხოვრების 38 წელი თითქმის მარტომ გაატარა შუა საუკუნეების ციხე-მონასტერში, სტროფადებზე.

სტროფადები არის ორი პატარა  ბერძნული კუნძულის ჯგუფი იონიის ზღვის შუაგულში. უფრო დიდ კუნძულს სტამფანი ჰქვია, ხოლო შედარებით პატარას არპია. ისინი განლაგებულია ზაკინთოდან სამხრეთით, 27 საზღვაო მილში. კუნძულის მონახულების ერთადერთი გზა პატარა ნავია.

კუნძულზე მდებარეობს ნეტარი ღვთისმშობლის შუა საუკუნეების მონასტერი, რომელიც აშენდა 1241 წელს პრინცესა ირინეს, ნიკეის იმპერატორის ქალიშვილის თხოვნით, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ ამ კუნძულების წყალობით გადაურჩა სიკვდილს.

მონასტერი ასევე იყო ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაურჩა როგორც ბუნებრივ კატაკლიზმებს, ასევე მეკობრეების თავდასხმებს.

წარსულში მონასტერში მრავალი ბერი ცხოვრობდა-მათ შორის  წმინდა დიონისე, ზაკინთოს მფარველი წმინდანი.

მამა გრიგორიოსი მონასტერში 1976 წელს დასახლდა. 1985 წლამდე მისი ერთადერთი კომპანიონი იყო შუქურის მცველი და მეთევზე, ​​რომელსაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ზაკინთოდან მისთვის მარაგი მიჰქონდა.

შუქურა ავტომატიზირებული გახდა 1985 წელს და მამა გრიგორიოსი დარჩა სრულიად მარტო კუნძულზე თავის რამდენიმე თხასთან, გადამფრენ ფრინველებთან და ზაფხულში  ხანდახან გამოჩენილ ტურისტებთან ერთად.

1997 წლის 18 ნოემბერს 6,6 მაგნიტუდის ძლიერმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი  სტროფადები იყო, სერიოზული ზიანი მიაყენა ისტორიულ მონასტერს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გრიგორიოსმა რამდენიმე დღით დატოვა  კუნძული.

წლების განმავლობაში უძველეს შენობას გარკვეული რემონტი ჩაუტარდა. მონასტრის კოშკი მისი ნგრევის თავიდან ასაცილებლად რკინის გისოსებით იყო გამაგრებული და ის კვლავაც დგას, თუმცა სახიფათო მდგომარეობაშია.

რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტთან საუბრისას გრიგორიოსმა თქვა, რომ მისი საკვები იყო ძირითადად მწვანილი, რომელიც თავად მოჰყავდა, ასევე თხის რძე და ყველი, თუმცა მის მიერ არჩეულმა განმარტოებულმა ცხოვრებამ გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე. 2014 წელს მამა გრიგორისმა დატოვა თავისი საყვარელი სტროფადების მონასტერი და დასახლდა ზაკინთოში, სადაც გარდაიცვალა.

დღეს ეს მონუმენტური კომპლექსი უდიდეს გამოწვევას უქმნის საბერძნეთს. გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ მისაღებია, რადგან ორი კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ მონასტერი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო აღდგენას.

მიუხედავად იმისა, რომ სტროფადებზე ვიზიტორთა უმეტესობას იქ მდებარე ღირსშესანიშნავი ციხე-მონასტერი იზიდავს, კუნძულებზე ბევრად მეტის ნახვა შეიძლება. ისინი ითვლებიან მნიშვნელოვან ეროვნულ ღირშესანიშნაობად მათი მდიდარი მცენარეულობით, განსაცვიფრებელი კედარის ხეებით და ფრინველთა სახეობების სიმრავლით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *