Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
სამართალისაბერძნეთი

შურისძიება… ფეკალიებით

შურისძიება… ფეკალიებით

თესალონიკი: მამაკაცმა შურისძიების მიზნით, მეზობლის მანქანასა და მაღაზიას… ძაღლის ფეკალიები  წაუსვა.

დაპირისპირება ერთი კორპუსის მეიჯარე მეზობლებს შორის დაიწყო,  და შემდგოში, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა.

გზა, რომელიც მეზობლებმა პრობლემის გადასაჭრელად აირჩიეს  ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი აღმოჩნდა.მომდურავი მხარეები ერთმანეთისათვის ზიანის მიყენების მიზნით, კუთვნილი მაღაზიის ვიტრინასა და ავტომანქანას… ძაღლის შარდითა და ფეკალიებით  აბინძურებენ.

ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს წინაშე 71 წლის ბერძენი მამაკაცი წარსდგა, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ავსტრალიაში გაატარა და მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ხანდაზმულ ემიგრანტს ბრალად  ედება  მეზობლისათვის უწყვეტად და  რეგულარულად შეურაცხყოფა.

საჩივრის მიხედვით, ერთერთი ასეთი ქმედება მოხდა 2022 წლის 5 ნოემბერს, მაშინ როცა იმავე და მომდევნო დღეს, 71 წლის მამაკაცმა ძაღლის ექსკრემენტი  მეზობლის ავტომობილს შეასხა, რითაც შეურაცხყო ის და ზიზღი გამოავლინა მის მიმართ.

„ჩვენ, წარსულშიც შევიტანეთ სარჩელი ჩვენი უზნეო მეზობლის წინააღმდეგ, თუმცა  მისი ქცევა არ შეცვლილა“, – აღნიშნავს მოსარჩელე.

ორივე მომჩივანი მეზობელი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, ხოლო თუ რომელი მხარე გამართლდება, ამას სამართალდამცავები გადაწყვეტენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *