Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ჩინელი თარჯიმნის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების საქმე

ჩინელი თარჯიმნის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების საქმე

საბერძნეთის პოლიცია 50 წლის ჩინელი თარჯიმნის, იუ ტინის გაუჩინარების საქმეს იძიებს. 

იუ ტინი 20 მაისს სახლიდან გავიდა სპატას მუნიციპალიტეტის მიმართულებით. სპატაში დოკუმენტაცია აიღო, რომელიც მეუღლეს გაუგზავნა. მალევე დედამთილს ავტობუსის გაჩერებიდან და შემდგომ უკვე ავტობუსში გადაღებული ფოტოსურათები გაუგზავნა და ამის შემდეგ აღარავის დაკავშირებია.

ავტობუსის მძღოლის განცხადების თანახმად, ქალმა იმ დღეს ავტობუსით „ნომიზმატოკოპიოს“ სადგურამდე იმგზავრა, თუმცა ამის შემდეგ მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია აღარ არსებობს.

ოჯახი აცხადებს, რომ თავდაპირველად პოლიციამ იუ ტინის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შესულ ინფორმაციას სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მათ ურჩია დამოუკიდებლად დაეწყოთ ქალის ძებნა. თუმცა მოგვიანებით საქმეში სხვა სამართალდამცავი უწყებები ჩაერთნენ და გამოძიება აქტიურად გაგრძელდა.

გამოძიება ვარაუდობს, რომ თარჯიმანი დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო, რადგან სამსახურის ხასიათიდან გამომდინარე ხშირად დიდი ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდა თან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *