Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრეტა: 40 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა

კრეტა: 40 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა

კუნძულ კრეტაზე, მალევიზიოს მუნიციპალიტეტში ტირის მოედანზე 40 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა იარაღის შემთხვევით გასროლას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით თვითმხილველების ჩვენებებმა სხვა რეალობის წინაშე დააყენა გამოძიება. აღნიშნული ტერიტორიის წარმომადგენლის განცხადებით, ქალი, წარმოშობით სალონიკიდან, იქ სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა და სროლაში მონაწილეობდა. მისი თქმით, გასროლის წინ ქალმა ინსტრუქტორს სთხოვა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია, რადგან მისი სიახლოვე აღელვებდა. როგორც კი ინსტრუქტორი ჩამოშორდა, იარაღი საკუთარ თავს მიუშვირა და გაისროლა.

დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მიმდინარეობს გამოძიება რათა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ქალს იარაღის გამოყენების კანონიერი უფლება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *