Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ციხეში გადაიყვანეს დედა, რომელსაც ბრალი 2 შვილზე ფიზიკურად ძალადობაში ედება

ციხეში გადაიყვანეს დედა, რომელსაც ბრალი 2 შვილზე ფიზიკურად ძალადობაში ედება

კორიდალოსის ციხეში გადაიყვანენ 32 წლის დედას, რომელიც მისი 2 შვილის სამედიცინო შემოწმების შემდეგ დააკავეს.

შეგახსენებთ რომ 5 და 6 წლის დაძმას, სხეულისა და სახის არეში აღენიშნებოდათ სიგარეტით მიყენებული დამწვრობები. 

დედამ ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში სასუნთქ გზებზე შექმნილი პრობლემის გამო მიიყვანა და სწორედ ეს გახდა მიზეზი გოგონას ტანზე დაზიანებების აღმოჩენისა.

დაკავებული აცხადებს, რომ ბავშვებს სხეულზე დაზიანებები მამამ მიაყენა.

პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა არასრულწლოვნების დედის 50 წლის პარტნიორიც. პარტნიორის დაკავების ბრძანება ბავშვების ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ გაიცა, რადგან ბავშვებმა ერთხმად დედის პარტნიორი დაასახელეს მოძალადედ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *