Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ცნობილი მსახიობი კატია ნიკოლაიდუ 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

უკურნებელ დაავადებასთან  დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ გუშინ, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი კატია ნიკოლაიდუ.

მისი გარდაცვალების უსიამოვნო ამბავი მისმა ახლო მეგობარმა დიზაინერმა დიმიტრის სტრეპკოსმა ინსტაგრამზე პოსტით გაავრცელა.

კატია ნიკოლაიდუ წლების განმავლობაში წარმატებით ემსახურებოდა სასცენო ხელოვნებას, რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, იგი დაქორწინებული იყო ოდისეას სტამულისზე, თუმცა ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მსახიობმა განქორწინება რთულად გადაიტანა და საჯაროდ დაადანაშაულა ყოფილი ქმარი მის მიტოვებაში, როდესაც სიმსივნით დაავადდა.

ოდისეას სტამულისმა ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, სადაც მან ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო:

” ჩვენ 20 წელზე მეტია ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ განადგურებული ვარ, სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია, ეს უდიდესი გულისტკივილია, ვუთანაგრძნობ ბერძენ ხალხს და გარდაცვლილის ახლობლებს”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *