Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ძაღლი სახლში იმიტომ წავიყვანე რომ სიკვდილს გადამერჩინა, მან კი შვილი მომიკლა – 2 წლის ბიჭის მამა განცხადებას აკეთებს

ძაღლი სახლში იმიტომ წავიყვანე რომ სიკვდილს გადამერჩინა, მან კი შვილი მომიკლა – 2 წლის ბიჭის მამა განცხადებას აკეთებს

გულისამაჩუყებელია 2 წლის ბიჭის მამის განცხადება, რომელიც სახისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბიჭი ძაღლმა დაკბინა, რომელიც სახლის ეზოში ჰყავდათ დაბმული მშობლებს. 

მშობლებს ბრალი არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ გარემოში მიტოვებასა და ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ედებათ ბრალი.

“რომელ მშობელს არ უყვარს თავისი შვილი. ჩემი გოგოს კივილის ხმა გავიგე და მაშინ გავედით გარეთ. მეტი არაფერი გამიგია, არც არაფერი მახსოვს იმის შემდეგ. გულში ჩავიკარი, შემომხედა, გამიღიმა და თვალები დახუჭა.  ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვით იმ მონადირეებს, რომლებიც ჩვენს სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე მოდიან და ძაღლებს უპატრონოდ ტოვებენ. როცა ეს პითბული ვნახე კვდებოდა, ძალიან მძიმედ იყო და სახლში წამოვიყვანე რომ გადამერჩინა, მან კი შვილი მომიკლა.” – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *