Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

წარმატებით დასრულდა სპეც.ოპერაცია, რომლის შედეგადაც ადამიანებით ვაჭრობის შედეგად საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოყვანილი 29 ნეპალის მოქალაქე იხსნეს

წარმატებით დასრულდა სპეც.ოპერაცია, რომლის შედეგადაც ადამიანებით ვაჭრობის შედეგად საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოყვანილი 29 ნეპალის მოქალაქე იხსნეს

არასამთავრობო ორგანიზაცია A21 დახმარების ხაზზე ანონიმური საჩივრის შემდეგ ჩატარებული სპეც.ოპერაციის შედეგად პოლიციამ საბერძნეთში მომუშავე 29 ნეპალის მოქალაქე გადაარჩინა, რომლებიც შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი იყვნენ.

“ეს წარმატება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საბერძნეთის სახელმწიფოს შეუძლია სერიოზულად და არსებითად მოახდინოს რეაგირება სიტუაციებზე, რომლებიც ღრმად შეურაცხყოფენ ადამიანის ღირსებას.” – განაცხადა ემიგრაციის მინისტრის მოადგილემ, სევი ვოლუდაკიმ.

ნეპალის მოქალაქეები მუშაობდნენ ანაზღაურების გარეშე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში. ჩამორთმეული ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები/პასპორტები და ტელეფონები. შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილებისა და მესამე პირებთან ურთიერთობის თავისუფლება. 

პოლიციამ დააკავა 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ტრეფიკინგში ედებათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *