Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

წელს ალონისოსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ კუნძულთა სიაში მოხვდა

წელს ალონისოსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ კუნძულთა სიაში მოხვდა

წელს ალონისოსი ტურისტებისთვის პირველ ადგილს იკავებს, რადგან არც თუ ისე ხალხმრავლობით და გასაოცარი ბუნებითა და სანაპიროებით გამოირჩევა.

ერთ-ერთი ფრანგული ვებ-გვერდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფრანგი ტურისტები აღნიშნულ კუნძულს უპირატესობას ანიჭებენ მომსახურების მაღალი დონის, სიმშვიდის, საოცარი ბუნებისა და მრავალფეროვანი აქტივობებისთვის. 

ალონისოსი ნამდვილად სამოთხეა დედამიწაზე მათთვის, ვისაც ყვინთვა, დაივინგი, იტაცებს, რადგან კუნძული არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი საზღვაო პარკის გული.

ალონისოსის წყალქვეშა ლანდშაფტს ასევე შთამბეჭდავს ხდის პერისტერას უძველესი გემის ჩაძირვის შედეგად შემორჩენილი მითები. 

კუნძულის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარე ისაა, რომ ამ დრომდე ინარჩუნებს მის პირვანდელ სახეს. ალონისოსი სავსეა ფიჭვნარით, წითელსახურავიანი სახლებით, თვალწარმტაცი მეთევზეთა სოფლებით. თითქოს ამ კუნძულისთვის დრო გაჩერდა და სწორედ ეს მატებს ყველაზე დიდ ხიბლს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *