Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ემიგრაციამსოფლიოსაზოგადოება

იტალია: აფეთქების შედეგად ლტოლვილთა თავშესაფრის შენობა ჩამოინგრა, დაშავებულია 31 ადამიანი

ცენტრალურ იტალიაში აფეთქების შედეგად ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა განსათავსებელი შენობა ჩამოინგრა, დაშავდა 31 ადამიანი, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ხელისუფლების განცხადებით ეს ვერსია სადავოა.

იტალიის სახანძრო ბრიგადის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობის ნაწილი სან-ლორენცო ნუოვოში, ვიტერბოს მახლობლად, ნანგრევებად იქცა აფეთქების შედეგად, რომელიც შაბათს, 23:45 საათზე მოხდა.

სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ “გაზის გაჟონვის გამო აფეთქებამ გამოიწვია თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები ცენტრის შენობის ნაწილობრივი ნგრევა”, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობამ უარყო ვარაუდი, რომ ინციდენტი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ამ დრომდე არანაირი მინიშნება არ ყოფილა, რომ აფეთქება თავდასხმის ან დანაშაულებრივი ქმედების გამო მოხდა.

სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მონაწილეობით დაშავებულთა ძებნის შედეგად აღმოჩენილთა რიცხვი 31 იყო.

ერთ-ერთი დაშავებული, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომის საავადმყოფოში საჰაერო ხომალდით გადაიყვანეს და კომაშია, იტყობინება იტალიური მედია.

ამავე ინფორმაციით, შენობა დაყოფილი იყო პატარა ბინებად, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობდნენ, ძირითადად მამაკაცები, მაგრამ ასევე ქალებიც.

სამრეწველო ობიექტთან მდებარე შენობაში მომხდარი აფეთქების მიზეზბის დასადგენად ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *