Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები რომ ჩემზე სექსუალურად ეძალადათ – 19 წლის გოგონა პოლიციელებს ადანაშაულებს

წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები რომ ჩემზე სექსუალურად ეძალადათ – 19 წლის გოგონა პოლიციელებს ადანაშაულებს

ათენის შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დღეს დაიწყო 19 წლის გოგონაზე ჯგუფური გაუპატიურების საქმის განხილვა, რომელიც 2022 წლის 11 ოქტომბერს საღამოს, ომონიის პოლიციის განყოფილებაში მოხდა. ბრალდებულის სკამზე 3 პოლიციელი ზის.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სამიდან ორმა ბრალდებულმა ქალი პოლიციის შენობის გასახდელში გაიყვანა და სწორედ იქ იძალადეს მასზე სექსუალურად, არაერთხელ. 2 პოლიციელს ბრალი გაუპატიურებასა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევაში ედებათ, ხოლო მესამეს კი თანამზრახველობისთვის.

სასამართლო პროცესზე სამივე პოლიციელმა უარჰყო წაყენებული ბრალდებები.

პროცესზე ისაუბრა დაზარალებულმაც, რომელმაც საწყის ეტაპზე აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა. დაზღვეული არ იყო და აინტერესებდა დამსაქმებლის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა თუ არა:  “ვენდე, რადგან პოლიციელები იყვნენ. ომონიაზე მატარებლით მივედი. კაფეში ისხდნენ და მეც დავჯექი მათთან ერთად. ზოგად თემებზე ვისაუბრეთ, მკითხეს სად ვმუშაობ და რამდენი წლის ვარ. მიხაროდა, რომ დამეხმარებოდნენ. მითხრეს, რომ მორიგესთან გადამიყვანდნენ. არ შემშინებია, რადგან პოლიციის შენობაში ვიყავი. მითხრეს ჩემი ნივთები დამეტოვებინა და ამასობაში დაუძახებდნენ მორიგესაც. ერთ-ერთმა მათგანმა მარტო დაგვტოვა. როგორც კი გავიდა ოთახიდან მეორე პოლიციელმა კოცნა დამიწყო. რეაგირება არ მქონია, გავიყინე. ქამარი და იარაღი მოიხსნა. არ დამმუქრებია, მაგრამ შემეშინდა. მტკიოდა, მაგრამ მითხრა არ მეყვირა. შემდეგ ისევ შემობრუნდა პოლიციელი ოთახში, რომელმაც მარტო დაგვტოვა, დახმარება ვთხოვე, ვუთხარი რომ ჩემი თანხმობის გარეშე დაამყარა ჩემთან სექსუალური კავშირი. მისი გამოხედვიდან გამომდინარე მივხვდი რომ ყველაფერი იცოდა და წინასწარ შეთანხმებულები იყვნენ. მეშინოდა რომ მომკლავდნენ, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდათ წინააღმდეგობა რომ გამეწია.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *