Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ხალკიდა: თავდამსხმელებმა მოხუცი სასტიკად სცემეს და გაძარცვეს

სამშაბათს, გამთენიისას ხალკიდაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში  მოხუც მამაკაცს   მძარცველები  დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ერთი მამაკაცისგან და ორი ქალისგან შემდგარმა დამნაშავეთა ჯგუფმა უმწეო მოხუცი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, უმოწყალოდ  სცემა და გაძარცვა.

აიღეს თანხა, რომელიც მამაკაცს სასწრაფო დახმარებისთვის ჰქონდა შენახული და  გაიქცნენ.

დაშავებული ხალკიდის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მან პოლიციას ჩვენება მისცა, სადაც  თავდამსხმელთა გარეგნობა აღწერა და პოლიციის მიერ ნაჩვენებ ფოტორობოტზე ერთ- ერთი თავდამსხმელი,  რომელიც ადრე დაკავებული  და ვადაზე ადრე გათავისუფლებული იყო, ამოიცნო.

სამშაბათს დილით,  კრიმინალი, თავის ორ თანამზრახველთან ერთად პოლიციის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს შენიშნეს.

ამ დროისთვის სამივე თავდამსხმელი დაკავებულია და ყაჩაღობის და მასში თანამონაწილეობის ფაქტზე აღძრული საქმით ხალკიდის პროკურატურაშია გადაყვანილი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *