Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აგრინიო: უცნობი პირები ჯაშუშობდნენ მუნიციპალური კომპანიის პრეზიდენტს

ჯაშუშობის უცნაურ საქმეს იძიებს ადგილობრივი პოლიცია აგრინიოში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მუნიციპალური კომპანიის პრეზიდენტის კაბინეტში იყო განთავსებული და ტრანსფორმატორს ჰგავდა.

თავად DEYA-ს პრეზიდენტმა, იანის ფარმაკისმა, როდესაც  შეიტყო მოწყობილობის არსებობის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს იყო მის ოფისში განთავსებული, დაურეკა დაცვას, რომელმაც ამოიღო იგი, რათა გაეგზავნა ჯერ სასამართლო ლაბორატორიაში, თითის ანაბეჭდების ასაღებად და დნმ-ის იდენტიფიცირების მიზნით, შემდეგ კი  კიბერდანაშაულის განყოფილებაში, შემდგომი გამოძიებისთვის.

როგორც ცნობილი გახდა, მოწყობილობა არ გადასცემდა ცოცხალ გამოსახულებას და ხმას, არამედ ინახავდა ფაილებს მოწყობილობაში არსებულ მეხსიერების ბარათზე, რომელსაც შემდგომ ამოიღებდნენ. უცნობი პირების მიმართ პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტზე უკვე აღძრულია საქმე და წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *