Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: მამაკაცმა მოკლა ცოლი, შემდეგ კი თავი მოიკლა- დაშავებულია მათი რვა წლის შვილიც

შემზარავი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა დღეს დილით ხალკიდიკში.

სასტიკი მკვლელობის ფაქტმა  საზოგადოება შეძრა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 36 წლის მამაკაცმა 39 წლის მეუღლეს მათი საერთო შვილის, რვა წლის ბავშვის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი იმავე იარაღით იქვე თავი მოიკლა.

სროლის შედეგად დაშავდა ბავშვიც, მას  თვალი დაუზიანდა  და სასწრაფოდ იქნა  გადაყვანილი  საავადმყოფოში.

ოჯახს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, 12 წლის გოგონა, რომელიც მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდა, რადგან ღამე ბებიას სახლში გაატარა.

ქალი იერისოდან იყო , დამნაშავე კი სტრატონიკის რაიონიდან , სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

36 წლის ქალისა და მისი ქმრის ცხედრები ოჯახის ახლობელმა  აღმოაჩინა  და პოლიციას შეატყობინა.

მიზეზები, რის გამოც კაცმა ცოლი  მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა,  ამ დროისთვის უცნობია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *