Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხალკიდიკი: სანაპირო ბარში ატეხილი სროლის შედეგად 3 პირი დაშავდა

ხალკიდიკი: სანაპირო ბარში ატეხილი სროლის შედეგად 3 პირი დაშავდა

ხალკიდიკში პარასკევს ღამით ხანიოტის ცნობილ სანაპირო ბარში სისხლიანი შეხლა-შემოხლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთ დაშავებულს გულმკერდის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე დაჭრილია დანით, ხოლო მესამე პირი კი უმოწყალოდ არის ნაცემი. სამივე დაშავებული ბულგარეთის მოქალაქეა.

დაშავებულები თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასანდრიას კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმების შემდგომი გადაწყვეტილებით სამივეს პოლიღიროს საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ძალიან მძიმეა.

სანაპირო ბარში ჩხუბი მაშინ დაიწყო, როცა საღამო მანოს კაღიას მიყავდა. ატეხილმა აურზაურმა პანიკა გამოიეწვია როგორც ბარის თანამშრომლებში, ასევე სტუმრებშიც.

“ბარში მომენტალურად ქაოსმა დაისადგურა. ისმოდა ტირილი, ყვირილი, ხალხი შველას ითხოვდა. ყველა გასასვლელისკენ გარბოდა. დანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის დანახვისას ხალხი პანიკამ მოიცვა.” – აცხადებს ჩხუბის ერთ-ერთი თვითმხილველი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *