Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: უცნობმა ქალმა დარეკა სკოლაში და ითხოვდა ერთ-ერთ მოსწავლესთან საუბარს როგორც მისი დედა

უცნაური ინციდენტი მოხდა ოთხშაბათს შუადღისას ხალკიდიკში.

კერძოდ, დაახლოებით 13:20 საათზე საშუალო სკოლაში  დარეკა უცნობმა ქალმა, რომელმაც თავი წარადგინა როგორც  მეორე კლასის  ერთ-ერთი მოსწავლის, 14 წლის გოგონას დედად და ითხოვა მასთან საუბარი.

აღნიშნულ ზარამდე ხუთი წუთით ადრე მოსწავლეს გაკვეთილები დაუმთავრდა და სკოლის ტერიტორია დატოვა.

პერსონალს,  რომელიც ქალს ტელეფონზე ესაუბრა, მისი ქცევა არაბუნებრივად მოეჩვენა და  მიხვდა, რაღაც ისე არ იყო, ამიტომ უთხრა, რომ არასრულწლოვანს შეატყობინებდნენ.

საშუალო სკოლის დირექტორი, რომელიც იცნობდა მოსწავლის დედას, დაუკავშირდა მას რომელმაც განაცხადა, რომ სკოლაში მას არ დაურეკია.

შეშინებულმა  დედამ თავის ქალიშვილს მობილურზე დაურეკა და ბავშვმა  უპასუხა, რომ ცოტა ხანში სახლში იქნებოდა.

ამის შემდეგ უცნობმა ქალმა  მეორედ დარეკა სკოლაში  დაფარული ნომრით და კვლავ ითხოვა კონკრეტულ მოსწავლესთან დალაპარაკება.

14 წლის გოგონას მშობლები , სკოლის დირექტორთან ერთად ადგილობრივი  პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ, სადაც უცნობი პირის  წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

მოსწავლის  დედა მოითხოვს   კონფიდენციალურობის მოხსნას  ნომერზე, რომლითაც განხორციელდა უცნობი ზარი რათა გაირკვეს, ვინ დარეკა სკოლაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *