Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: 41 წლის მამაკაცის იდუმალი გაუჩინარება, ის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ უკვალოდ გაქრა

2022 წლის 2 ოქტომბერს,  41 წლის მამაკაცი ხალკიდიკის პევკოხორიდან სადაც მეგობრის მოსანახულებლად იყო წასული, საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა, რა დროსაც  მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა.

დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანის საჭე მძღოლმა ვეღარ დაიმორჩილა და მანქანა ამობრუნდა, თუმცა 41  წლის მამაკაცმა იქიდან ცოცხლად გამოსვლა მოახერხა. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ მძღოლი ყოველგვარი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გამოდის უფორმო რკინის მასად ქცეულ მანქანიდან ცოცხალი და უვნებელი, მაგრამ ამის შემდეგ იგი უკვალოდ ქრება. მისი მობილური ტელეფონი, ფული და ყველა პირადი ნივთი მის მანქანაში იყო.

“მთელი ეს ფაზა ვნახეთ, მართლაც მანქანა მოცურდა და ამოტრიალდა,თუმცა ახალგაზრდა კაცი ცოცხალი გადმოვიდა. მივედით ახლოს მის დასახმარებლად, მან გვითხრა, რომ კარგად არის და მიგვითითა  დანარჩენებსაც დავხმარებოდით. მანქანისკენ წავედით, გვეგონა იქ კიდევ ვინმე იყო, მაგრამ არავინ დაგვხვდა. როგორც ჩანს, მამაკაცი გაბრუებული იყო. უკან დაბრუნებისას ის ვეღარსად ვნახეთ, უკვალოდ გაქრა”-ამბობს თვითმხილველი, რომელიც აღნიშნულ ავარიას შეესწრო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში  ვრცელდებოდა ხმა, რომ შესაძლოა ის ათონზე წასულიყო,  თუმცა მას შემდეგ ათონზე ყოფნის სავარაუდო რვა თვიანი პერიოდიც გავიდა, მაგრამ არანაირი სიახლე არ იყო, დაკარგული მამაკაცი არ გამოჩენილა, ამიტომ ოჯახმა კერძო გამომძიებელს მიმართა, რომელმაც პირველ რიგში მის მობილურ ტელეფონზე კონფიდენციალურობის მოხსნა მოითხოვა.

დაკარგული მამაკაცის დედა და ძმა მიმართავენ მათ, ვინც დაინახა ან რამე იცის, დაუკავშირდეს მათ. „თუ ვინმემ რამე იცით გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი შვილის პოვნაში. ბაბი ძალიან კარგი, მორწმუნე ახალგაზრდა იყო და ხშირად დადიოდა ათონის მთაზე, „უბრალოდ მინდა ვიცოდე სად არის და ცოცხალია თუ არა”- ამბობს დედა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *