Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხანია: ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი 3 წლის ბავშვის დედას და მის პარტნიორს

ხანია: ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი 3 წლის ბავშვის დედას და მის პარტნიორს

3 წლის გოგონაზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. 

შეგახსენებთ, რომ გოგონას, რომელმაც გონება ბავშვთა გასართობ მოედანზე მოულოდნელად დაკარგა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმება სხეულზე არაერთი ჩალურჯება და ტრავმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დედა დაუყოვნებლივ დააკავეს.

დააკავეს ასევე ქალის პრატნიორიც, რომელიც ივარაუდება რომ ბავშვის მამაა. პაკისტანის მოქალაქე შეეცადა სამართალდამცავი ორგანოები შეცდომაში შეეყვანა და თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა, თუმცა პოლიციამ ის, ისევე როგორც ბავშვის დედა, ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ დრომდე რჩება ΠΑΓΝΗ-ს საავადმყოფოში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *