Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხანია: ტაქსის მძღოლს მგზავრი დანით დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა ფულის გამოძალვის მიზნით

ხანია: ტაქსის მძღოლს მგზავრი დანით დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა ფულის გამოძალვის მიზნით

შემზარავი გამოცდილება მიიღო ტაქსის მძღოლმა ოთხშაბათს შუადღეს კუნძულ კრეტაზე, როცა საქალაქთაშორისო ავტობუსების გაჩერებიდან მგზავრი აიყვანა და დანიშნულების ადგილისკენ გაემართა.

Live News-თან საუბრისას ტაქსის მძღოლმა მომხდარი გაიხსენა და განაცხადა, რომ გზაში მგზავრმა დანა ამოიღო, ყელზე მიადო და მისთვის უცნობი მიმართულებით მოსთხოვა წასვლა: 

“მგზავრი ოთხშაბათს, შუადღის 13:00 საათზე ავიყვანე. 

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად საუბრობდა ბერძნულად მივხვდი რომ ბერძენი არ იყო. მთხოვა, აპოკორონოში წავსულიყავით და შემდეგ უკან გამოვბრუნებულიყავით. სოფლის გზით არ უნდოდა წასვლა, რომ დრო არ დაგვეკარგა. 

გზები კარგად იცოდა, რადგან თავად მკარნახობდა სად უნდა შემეხვია. როცა მგზავრის თქმის მის სახლს მივუახლოვდით გაჩერება მთხოვა. როგორც კი დამუხრუჭება ვცადე უკნიდან ყელში მწვდა, დანა მომადო და ფული მომთხოვა. ვუთხარი რომ აეღო რაც კი მქონდა და იქვე ავუხსენი, რომ ძირითადად ბარათით მირიცხავენ ხოლმე თანხას. 

ეს რომ გაიგო გაგიჟდა, ჩემი მანქანიდან გადაყვანა სცადა და გამოუვიდა კიდეც. ძირს დავეცით. მიყვიროდა: “დამშვიდდი, მხოლოდ ფული მინდა, არ დაგიშავებ არაფერს, ფული მომეცი.” ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ აქეთ ეშინოდა. თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. ხელ-ფეხი შემიკრა და უკანა სკამზე დამსვა. მეგონა გარეთ დამტოვებდა, მაგრამ მანქანა დაქოქა და ჩემთან ერთად გაუდგა გზას. 

დამემუქრა: თუ პოლიცია აგვედევნებოდა არ გაჩერდებოდა, მოუმატებდა სიჩქარეს და ერთად დავიხოცებოდით. მანქანა ისეთ ადგილას გააჩერა რომ კამერებს არ დავეფიქსირებინეთ და ადგილიდან მიიმალა. 

გამვლელებმა გადამარჩინეს.” 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავის ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *