Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ხანია: შემზარავი მკვლელობა ადგილობრივ დღესასწაულზე

ხანია: შემზარავი მკვლელობა ადგილობრივ დღესასწაულზე

26 ოქტომბერს კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ხანიაში, ელოს კისამუში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. 

52 წლის კაცი ადგილობრივ დღესასწაულზე მისმა ნათესავმა ათობით ადამიანის თვალწინ გამოასალმა სიცოცხლეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ახალგაზრდაა, რომელიც გარდაცვლილის პირველი ხაზის ნათესავია.

ჩხუბის მიზეზი პირადი და ოჯახური გაუგებრობა გახდა. 

კაცი 26 ოქტომბერს საღამოს 18:00 საათზე ადგილობრივი დღესასწაულის მსვლელობის დროს სოფლის მთავარ მოედანზე მოკლეს. კაცი მის თანასოფლელებთან ერთად ცეკვავდა, როცა 23 წლის ბიჭი მიუახლოვდა და მკერდის არეში ესროლა. 

მოწმეები აცხადებენ რომ სულ 3 გასროლის ხმა გაიგეს. 

ადგილზე იმყოფებოდა ექიმი და პოლიციელი, რომლებმაც სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ კისამუს კლინიკაში, შემდეგ კი ხანიას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

23 წლის ბიჭი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის უკვე დაუკავშირდა ნათესავებს და აპირებს რომ თავად ჩაბარდეს პოლიციას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *