Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

ტოლის დაკარგვა ძალიან გამიჭირდა, თუმცა მადლობელი ვარ იმ გზისა, რაც ერთად გავიარეთ – ანჯელა გერეკუ

ტოლის დაკარგვა ძალიან გამიჭირდა, თუმცა მადლობელი ვარ იმ გზისა, რაც ერთად გავიარეთ – ანჯელა გერეკუ

ანჯელა გერეკუმ გადაცემა «Μεγάλη Εκόνα»-ში ისაუბრა, თუ როგორ გაუჭირდა ტოლის ვოსკოპულოსის დაკარგვა და მიმოიხილა ზოგადად მისი კარიერაც. 

მსახიობთან ინტერვიუ კუნძულ კერკერაზე შედგა. ტელესერიალ «Γη της Ελιάς»-ზე საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ ეს სერიალი საჩუქარივითაა მის ცხოვრებაში და ეს საჩუქარი ზუსტად ისეთ დროს მიიღო, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

მსახიობმა ისაუბრა მის მეუღლეზე, ტოლის ვოსკოპულოსზეც, რომელიც ცოტახნის წინ გარდაიცვალა: “ჩვენი თანაცხოვრების პირველი წლები ამ სახლში გავატარეთ. არ მაწუხებს შეკითხვები ტოლიზე. უბრალოდ ვფრთხილობ, რომ სწორად შევარჩიო სიტყვები, რომლებიც ზუსტად აღწერენ იმ მძაფრ და ამაღელვებელ 25 წელს, რომელიც გავატარე ამ ადამიანთან. ამ შეგრძნებების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე.. მადლიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან გავატარე. მართალია, რომ მის გარდაცვალებასთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ ვთვლი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, რადგან გავაგრძელე იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ერთად შევქმენით და  იმ ადამიანის სულის შეცნობა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *