Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ხანძარი კერატეაში კონტროლს ექვემდებარება – აღარ არსებობს აქტიური კერა

ხანძარი კერატეაში კონტროლს ექვემდებარება – აღარ არსებობს აქტიური კერა

კერატეას ტყეში შაბათს ღამით 22:00 საათზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის დამორჩილება შუაღამესვე შეძლეს და ამჟამინდელი მონაცემებით აღარ არსებობს აქტიური კერაც.

ხანძრის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახმელეთო ძალები, 100 მეხანძრე 30 სახანძრო მანქანით, ლავრეოტიკის მუნიციპალიტეტის წყლის მატარებლები და მოხალისეები

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარს მატერიალური ზიანი არ მოუტანია გარშემო მდებარე სახლებისთვის. 

მთელი ღამის განმავლობაში, სანამ სახანძრო სამსახური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა მოძრაობა ლავრიოს გამზირზე, თუმცა ხანძრის დამორჩილების შემდეგ, შუაღამისთვის მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *