Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხანძარი კუნძულ ანდროზე- ცეცხლი ემუქრება დასახლებებს

კუნძულ ანდროზე ელვის შედეგად გაჩენილ ძლიერ  ხანძარს ებრძვიან, რომელმაც დიდი მასშტაბებს მიაღწია ვიტალი ანდროუს რაიონში. დასახლება ევაკუირებულია, ძლიერი ქარი მეხანძრეების მუშაობას აფერხებს.

”სიტუაცია უკონტროლოა, სახლები საფრთხეშია”, – აცხადებს კუნძულის მერი დიმიტრის ლოცარისი

კუნძულზე ქრის 6-7 ბოფორტი სიმძლავრის ქარი, ადგილზე მოქმედი სახანძრო ძალები დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ.

გაცემულია მითითება გიდის დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, მაცხოვრებლებმა მიიღეს შეტყობინება 112-დან გავრიოს პორტში გადასასვლელად.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, კუნძულზე ხანძარი ორ ადგილას მძვინვარებს-ვიტალის რაიონში, რომელიც ყველაზე სერიოზულია და მეორე, ზოოდოხოს პიგის წმინდა მონასტერთან, რომელიც, სახანძრო სამსახურის ინფორმაციით შედარებით სუსტია.

ხანძარი სავარაუდოდ კუნძულზე დღეს დილით გაჩენილმა ელვისებურმა დარტყმამ გამოიწვია.

სალიკვიდაციო სამუშაოები სრულად მიმდინარეობს და ცეცხლთან ბრძოლაში 21 მეხანძრე-მაშველი 7 მანქანით, ორი თვითმფრინავითა და ვერტმფრენით არის ჩართული.

მოკლე დროში ინტენსიური ელვის მოქმედების შედეგად დღეს, დილით ხანძარი გაჩნდა კუნძულ ანდროს გარდა ატიკის რეგიონშიც.

კერძოდ, ერთ საათში 270-ზე მეტი ელვა დაეცა მხოლოდ ვარისა და ვულას ფართო რაიონში.

ელვამ ხანძარი გამოიწვია კოროპში, ვარსა და ვულიაგმენში. აღნიშნულ მონაკვეთებზე ელვა  დაახლოებით 270 დაეცა 5:30-დან 6:30 საათამდე. შედეგად თითქმის ერთდროულად ექვსი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის კერები დღეს შუადღემდე კონტროლს ექვემდებარებოდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *