Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

ნეა ანხიალოსი: ევაკუაციის ბრძანება 3 კილომეტრის რადიუსში

ძლიერი აფეთქებები მოხდა ვოლოსში, ნეა ანხიალოსში, 111 AM საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობების მიდამოში.

ცეცხლი ელვასავით მოედო სამხედრო ობიექტებს. საღამოს 6 საათამდე ცოტა ხნით ადრე აფეთქებები მოხდა საჰაერო ძალების 111-ე გამანადგურებელი ფრთის საბრძოლო მასალის საცავებში. დარტყმის ტალღამ ტერიტორიაზე სახლებისა და მაღაზიების ვიტრინები ჩაამტვრია.

ტერიტორიიდან მოსახლეობის ტოტალური ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ავტობუსები, სასწრაფო დახმარების მანქანები და კერძო ნავები მონაწილეობენ. ტერიტორიის 80% უკვე ევაკუირებულია, დაფიქსირდა ორი ძირითადი აფეთქება- ყველაზე ძლიერი აფეთქება, რომლის დარტყმის ტალღამ მიაღწია და შეძრა ვოლოსი 19:18 საათზე მოხდა.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გასცა ტერიტორიის სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება. მესიჯი 112 გაეგზავნა მოსახლეობას ნეა ანხიალოსისა და კარამბასის ევაკუაციისთვის სამი კილომეტრის რადიუსში.

“დღეს პირობები უკიდურესად საშიშია”, – განაცხადა სახანძრო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, მეხანძრეთა უფროსის მოადგილემ იოანის არტოფიოსმა საგანგებო ბრიფინგზე და დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ტყის 83 ახალი ხანძარი დაფიქსირდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები სულ 124 ხანძარს ებრძვიან.

რაც შეეხება ხანძრებს, რომლებიც მძვინვარებს ვოლოსისა და ნეა ანხიალოსის რაიონებში, ბატონმა არტოფიოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუდმივი საშიში აფეთქებებია, ამის გამო, როგორც მან განაცხადა, 112-დან 12 დასახლებული პუნქტის ევაკუაციისთვის ხუთი შეტყობინება გაიცა.

სახანძრო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანძრის შესაკავებლად ზეადამიანური მცდელობები იყო გატარებული, თუმცა ამან ვერ შეაჩერა ცეცხლის უზარმაზარი იმპულსი.

„ამ დროისთვის, სამოქალაქო დაცვის ყველა ძალა, სახანძრო ბრიგადა, საბერძნეთის პოლიცია, სანაპირო დაცვა, შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელმისაწვდომი საშუალებები ახორციელებენ მოსახლეობის დაუყოვნებელ და უსაფრთხო ევაკუაციას. ძლიერი სახმელეთო და საჰაერო ძალები მუშაობენ ხანძრის აღმოსაფხვრელად და ცდილობენ მის ლოკალიზებას“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ.

როდოსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბ-ნმა არტოპიოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცდელობები გრძელდება მიმოფანტული გამწვავებების შეკავების მიზნით, რომლებიც აქამდე კონტროლდება. ატიკაში, ასპროპირგოსში,  გადამუშავების ზონაში გაჩენილი ხანძარი მისი თქმით, ლოკალიზებულია.

“ხანძრის გაჩენის რისკი უკიდურესად მაღალი იქნება ხვალაც საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, შეასრულოს კომპეტენტური ორგანოების მითითებები“, – ხაზგასმით აღნიშნა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *