Latest news
საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის კარისტიანუ: არ უნდა ავკრძალოთ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმ... ვულიაღმენი: შეზლონგის გამო ატეხილ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი: ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ ფლორიდის: პროგრამა ChildSay არის ბავშვებისთვის უფრო მეგობრული სამართლებრივი ნაბიჯი პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს - აცხადებს კერძ...
კვირა, სექტემბერი 20, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ათენში, ვიოტიასა და ევიაზე

ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ათენში, ვიოტიასა და ევიაზე

კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული ხანძარსაშიშროების პროგნოზის რუკის თანახმად დღეს, 3 აგვისტოს ატიკაში, ვიოტიასა და ევიაზე ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკი (რისკის მე-4 კატეგორია) არსებობს.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა სამდივნომ პასუხისმგებელ ორგანოებს საგანგებო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას კი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ქვეყნის მასშტაბით მომხდარი მრავალრიცხოვანი ინციდენტებისა და არსებული ამინდის პირობების გამო, სახანძრო სამსახურის პერსონალი მთელი ქვეყნის მასშტაბით მზადყოფნის რეჟიმში რჩება, რათა გაუმკლავდეს გაზრდილ ოპერატიულ საჭიროებებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *