Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო ხვალ ლიკავიტოსზე გადაადგილება აიკრძალება

ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო ხვალ ლიკავიტოსზე გადაადგილება აიკრძალება

ათენის მუნიციპალიტეტში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო განგაშის ზარი დაირეკა.

კვირას, 11 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში აკრძალული იქნება ლიკავიტოსის მთაზე ასვლა.

კვირას სრული 24 საათის განმავლობაში მობილიზებული იქნება ყველა სახელმწიფო და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული განყოფილება და აიკრძალება გადაადგილება ლიკავიტოსზე, სტრეფიზე, ფილოპაპუსზე, ტურკოვუნიონსა და ილისიონზე. 

საჭიროების შემთხვევაში სახანძრო სამსახურის მუშაობის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომი იქნება წყლის ტანკერებიც. 

ათენის მუნიციპალიტეტის პოლიცია დრონებით გააკონტროლებს ათენის მწვანე უბნებს და ხანძრის კერის დაფიქსირების თანავე შეატყობინებს სახანძრო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს დედაქალაქის მოსახლეობას და ავრცელებს ცხელი ხაზის ნომერს 1595, რათა მოქალაქეებმა შეძლონ განაცხადის გაკეთება ხანძრის გაჩენის ნებისმიერი საშიშროების დაფიქსირების შემთხვევაში 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *