Latest news
88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს პატრას უნივერსიტეტში 400-მა ჩარიცხულმა სტუდენტმა რეგისტრაცია არ გაიარა საბერძნეთი: როდის გადავწევთ საათს ზამთრის დროზე AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს ანნა ვისის კონცერტის მსმენელებს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებოდა ვინ არიან ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც პლაკაზე მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა 26 სექტემბერს ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ანნა ვისის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა  ნავპლიო: პალამიდის ციხესიმაგრიდან ხანდაზმული ტურისტის ჩამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა... მაზონაკისის გარდაცვალების დღეს ექიმებმა დეფიბრილატორთან დაკავშირებით ზარი განახორციელეს იოანნის კაპოდისტრიას მკვლელობიდან 195 წელი გავიდა
სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ხელოვნების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიული დარგებისთვის

ხელოვნების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიული დარგებისთვის

ნიუ-იორკში, Solomon R. Guggenheim Museum-ში, მედიცინის სტუდენტები უჩვეულო გაკვეთილებს ესწრებიან. ისინი არა სამედიცინო ანალიზებს, არამედ ხელოვნების ნიმუშებს სწავლობენ, რათა უკეთ განივითარონ დაკვირვების, თანაგრძნობისა და პაციენტების გაგების უნარები.

პროგრამა „The Pulse of Art“ შექმნეს ცნობილმა ჰემატოლოგმა ბერი ქოლერმა და ხელოვნების ისტორიკოსმა ბობი ქოლერმა. მათი მიზანია ხელოვნებისა და მედიცინის დაკავშირება, რადგან ორივე სფეროს ცენტრში ადამიანის გამოცდილება დგას.

სწავლების დროს სტუდენტები აანალიზებენ ისეთ ნამუშევრებს, როგორიცაა “ავტოპორტრეტი ექიმ არიეტასთან ერთად”. სურათის დაკვირვებით ისინი სწავლობენ პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის, ემოციებისა და სიმპტომების ამოცნობას, რაც სამედიცინო დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პროგრამა ასევე ეხმარება მომავალ ექიმებს თანაგრძნობის განვითარებაში და აცნობს მათ მედიცინის ისტორიას, მათ შორის ეპიდემიების, ვაქცინებისა და სამეცნიერო პროგრესის მნიშვნელობას.

პროექტის ავტორების აზრით, ხელოვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რადგან ის ექიმებს ახსენებს, რომ პაციენტი მხოლოდ სამედიცინო შემთხვევა არ არის, არამედ ცოცხალი ადამიანია თავისი გრძნობებითა და გამოცდილებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *