Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ემიგრაციასაბერძნეთი

ხიოსზე საზღვაო საზღვრიდან ჩქაროსნული გემის 22 ემიგრანტი მგზავრით შემოვიდა

ხიოსზე საზღვაო საზღვრიდან ჩქაროსნული გემის 22 ემიგრანტი მგზავრით შემოვიდა

სწრაფმავალი გემის მგზავრები გადაიყვანეს ხიოსის პორტში, შემდეგ კი დახურულ საკონტროლო სტრუქტურაში, რათა მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება და სისტემაში რეგისტრაცია.

გუშინ საღამოს, ხიოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვაო ზონაში, სანაპირო დაცვის საპატრულო გემმა ჩქაროსნული გემი დააფიქსირა, რომელიც საბერძნეთის სანაპიროებისკენ მიემართებოდა. 

გემბანზე სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 11 მამაკაცი, 7 ქალი და 6 არასრულწლოვანი იყო. საპატრულო შემოწმების გავლის შემდეგ დადგინდა, რომ 24 მგზავრიდან 2 პიროვნება საზღვარზე ემიგრანტების უკანონოდ გადამყვანი აღმოჩნდა. ისინი მაშინვე გადაიყვანეს პირველადი დაკავების იზოლატორში. ხოლო დანარჩენი 22 მგზავრი კი გადაიყვანეს ხიოსის პორტში, შემდეგ კი დახურულ საკონტროლო სტრუქტურაში, რათა მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება და სისტემაში რეგისტრაცია.

ხიოსის ცენტრალური საპორტო სამმართველო წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *