Latest news
ემიგრაცია: საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციები მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს საბერძნეთის 6 რეგიონში საბერძნეთი: ძლიერი ქარები ეგეოსის ზღვის კუნძულებზე  საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ა... 5 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 6 რეგიონში სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს
ორშაბათი, ივლისი 6, 2026
მსოფლიოემიგრაცია

პაკისტანის მთავრობა ქვეყნიდან არალეგალ ემიგრანტებს აძევებს

ისლამაბადმა დღეს გასცა ბრძანება და მოუწოდა პაკისტანში არალეგალურად მყოფ ყველა ემიგრანტს დატოვონ ქვეყანა და დაემუქრა მათ დეპორტაციით მას შემდეგ, რაც პაკისტანის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში განხორციელებული 24 თვითმკვლელი ტერაქტიდან 14 ავღანელებმა განახორციელეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრაზ ბუგტიმ განაცხადა, რომ ყველა არალეგალ ემიგრანტს 1 ნოემბრამდე აქვს ვადა დატოვოს პაკისტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იძულებით  დეპორტირებული იქნება ქვეყნიდან.

მისი განცხადებით, დაახლოებით 1, 73 მილიონი ავღანელი იმყოფება პაკისტანში, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში ყოფნის ლეგალური უფლება. ამ დროისთვის პაკისტანში სულ 4,4 მილიონი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რა გზით შეძლებს პაკისტანის ხელისუფლება არალეგალური ემიგრანტების დეპორტაციას.

გასულ კვირას პაკისტანში რელიგიურ შეკრებაზე ორი თვითმკვლელი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 57 ადამიანი. მათგან ერთ-ერთი თვითკვლელი ტერორისტი ავღანეთის მოქალაქე იყო.

ბუგტის განცხადებები დღეს პაკისტანის დედაქალაქში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მასში პრემიერ-მინისტრმა და ჯარის უფროსმა მართლწესრიგის საკითხებზე ისაუბრეს.

გასულ კვირას პაკისტანში რელიგიურ შეკრებებზე ორი თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 57 ადამიანი. ბუგტის თქმით, ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ავღანეთის მოქალაქეა.

ისლამაბადმა ავღანელი ლტოლვილების უდიდესი ნაკადი 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა შეჭრის შემდეგ მიიღო.

ავღანეთის თალიბანის მთავრობამ დაუყოვნებლივ არ უპასუხა ისლამაბადის განცხადებას. ისამაბადის განცხადება აღნიშნავს ქაბულთან ურთიერთობების ახალ დაბალ დონეს, რომელიც გაუარესდა გასულ თვეში სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ.
ავღანური თალიბანი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ავღანეთის ტერიტორია გამოიყენება სამხედრო მოქმედებებისთვის და აცხადებენ, რომ პაკისტანის უსაფრთხოება ქვეყნის შიდა საკითხია. ბოევიკების თავდასხმები პაკისტანში გაიზარდა 2022 წლიდან, პაკისტანის მთავრობისა და თალიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაშლის შემდეგ, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მკაცრი სუნიტური ისლამური ჯგუფების გაერთიანებას.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *