Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ელ.პლატფორმა გააქტიურდა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ელ.პლატფორმა გააქტიურდა

საბერძეთის მოსახლეობას დღეიდან უკვე შეუძლია ისარგებლოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ელ.პლატფორმით, რომლის გამოყენებით უფრო მარტივია სახელმწიფო საავადმყოფოებში ექიმებთან ვიზიტის ჩანიშვნა.

ვებ გვერდის: finddoctors.gov.gr – ის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც taxisnet კოდები და AMKA აქვს. პლატფორმაზე ნახავთ საავადმყოფოების ჩამონათვალს რეგიონების მიხედვით და აღნიშნულ საავადმყოფოებში არსებულ დეპარტამებტებსაც, სადაც თქვენთვის სასურველი დროის მონაკვეთში შეძლებთ სასურველი მიმართულების ექიმთან ვიზიტის ჩანიშვნას.

გარდა ვებ. გვერდისა ვიზიტის ჩანიშვნა შესაძლებელია: 

  • სატელეფონო ხაზით: 1566
  • აპლიკაციით: MyHealth App

გატარებული ცვლილებების ფარგლებში მოქალაქეები შეძლებენ უფრო მარტივად დანიშნონ ვიზიტი სასურველ ექიმებთან და ექნებათ წვდომა უფრო მეტ თავისუფალ ვიზიტის საათებზე.

აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში ყოველთვიურად 830 000 პაციენტის მიღება იგეგმება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *