Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

“კოშმარი” ათენის ქუჩების ტროტუარებზე უკანონო პარკირების გამო

საბერძნეთის საგზაო პოლიციის დეპარტამენტმა ატიკის რეგიონში, 27-დან 30  სექტემბრის ჩათვლით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლირების ახალი გეგმის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის შედეგად სულ 1174 ჯარიმა დააფიქსირა.

პოლიციის ცნობით, ამჯერად შემოწმებები ფოკუსირებული იყო ალიმოზე და აგია ვარვარაზე, უკანონო პარკირების, გამონაბოლქვითა და ხმის სისტემებით გამოწვეული ხმაურით დაბინძურების, ასევე სხვა საშიში დარღვევების აღმოსაფხვრელად.

თუმცა, ათენის უბნებში ორმაგი პარკირებისა და ხმაურით დაბინძურების გარდა, ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ტროტუარებზე უკანონო პარკირება. ფაქტობრივად ზოგიერთი მძღოლი მთლიან ტროტუარზე აყენებს მანქანას  ისე, რომ ფეხით მოსიარულეს ისღა დარჩენია ქუჩაში მანქანის სავალ ნაწილზე იაროს, რაც რათქმაუნდა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ტროტუარზე გაჩერებული მანქანებიდან, ზოგიერთი მწყობრიდან გამოსულია და მძღოლებმა ისინი ადგილზე მიატოვეს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ადგილი მწყობრიდან გამოსული ავტომანქანების სადგომია, რაც არ უნდა იყოს, ისინი, ვინც ამ პერიფერიულ გზაზე ყოველდღე გადაადგილდებიან, ფაქტიურად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დადიან.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *