Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას წერს გამოსამშვიდობებელ წერილში პოლონელი პროფესორის ყოფილი მეუღლე

რას წერს გამოსამშვიდობებელ წერილში პოლონელი პროფესორის ყოფილი მეუღლე

საბერძნეთში პოლონელი ლექტორის მკვლელობის გახმაურებული საქმის ახალი დეტალები ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოკლული კაცის ყოფილმა მეუღლემ შვილებს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა და ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა.

ქალმა საკნის სააბაზანოში, თეთრეულის გამოყენებით ჩამოიხრჩო თავი. 

შეგახსენებთ, რომ ის პატიმრობაში 2025 წლის ივლისიდან იმყოფებოდა.

თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში მან შვილებს უთხრა თუ როგორ ამაყოფს თითოეული მათგანით და სთხოვა არასდროს დაევიწყებინათ ის. გაიხსენა ოჯახთან ერთად გატარებულ დღესასწაულები და ბედნიერ მომენტები და ბოლოს პატიება ითხოვა იმ ტკივილისთვის, რომელიც მათ მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ ქალი პოლონელი ლექტორის პშემისლავ იეზიორსკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. პროფესორი ათენის გარეუბანში 2025 წლის ივლისში მოკლეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო ხუთი პირი, მათ შორის პროფესორის ყოფილი მეუღლე. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის უშუალო შემსრულებელი ქალის 35 წლის პარტნიორი იყო.

პროფესორს და მის ყოფილ მეუღლეს წლების განმავლობაში ჰქონდათ დავა შვილების მეურვეობისა და საერთო ბიზნესაქტივების საკითხებზე. გამოძიების ვერსიით, კონფლიქტი საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა.

ქალის გარდაცვალების შემდეგ პროფესორის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე შედეგი ორი არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობაა, რომლებმაც უკვე ორივე მშობელი დაკარგეს. ამ დროისთვის ბავშვები სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებიან, ხოლო სასამართლო გადაწყვეტს, ვინ აიღებს მათზე მეურვეობას.

ეს საქმე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ მოვლენად რჩება საბერძნეთში და კვლავ იწვევს ფართო საზოგადოებრივ ინტერესს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *