Latest news
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა - პაციენტებს წამლების სახლში მიღება შეუძლიათ სალონიკი: ჯანმრთელობის ცენტრის  თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს სახანძრო სამსახურში ვაკანტურ ადგილებზე განცხადებების მიღების ვადა იწურება  Dentis Pass: 300 000 ბავშვს უფასო სტომატოლოგიური შემოწმება ჩაუტარდება კირიაკი ღრივას მკვლელობის საქმეზე 4 პოლიციელი სასამართლოს წინაშე წარდგება კიფსელი: გარდაცვლილი ჩვილის საქმეში ბრალდებულები სასამართლოში მიიყვანეს მასწავლებლები გემის ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ტების ტრაგედიის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მემანქანის შვილი მისცემს რას ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ახალ მშობლებს ეხება  ათენის აეროპორტმა აგვისტოს თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი მიიღო
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ჰალკიდიკი: ოჯახები ახალგაზრდა წყვილის ცხედრების მოლდოვაში გადაყვანას ითხოვენ – 7 წლის გოგონა რეანიმაციაში რჩება

ჰალკიდიკი: ოჯახები ახალგაზრდა წყვილის ცხედრების მოლდოვაში გადაყვანას ითხოვენ – 7 წლის გოგონა რეანიმაციაში რჩება

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით რჩება 7 წლის გოგონა მოლდოვადან სალონიკში, იპოკრატიოს საავადმყოფოს რეანიმაციაში, რომელიც ჰალკიდიკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ გოგონას მშობლების და მისი 6 თვის დის სიცოცხლე იმსხვერპლა. პაციენტს დაზიანებები აღენიშნება თავის, სახის და გულმკერდის არეში.

სტრეშენის მუნიციპალიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და მოლდოვას მოქალაქეებს მოუწოდებს ეკონომიკურად მხარში დაუდგნენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, რათა ოჯახებმა შეძლონ მათი ცხედრების საბერძნეთიდან მოლდოვაში გადასვენება:
“თითოეული ცენტი, თითოეული დადებითი სურვილი, თითოეული გაზიარება აღნიშნული პოსტისა ძალიან მნიშვნელოვანია გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის.” – წერს საჯარო პოსტში სტრეშენის მუნიციპალიტეტი.

შეგახსენებთ, რომ ავტომანქანა, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა, პოლიღირუ-აღიუ ნიკოლაუს გზაზე ცისტერნიან სატვირთომანქანას შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *