Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე! თელ-ავივის აეროპორტთან რაკეტა აფეთქდა

დღეს შუადღისას, ჰამასმა ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი შეტევა განახორციელა და ათობით რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით.

თავდასხმის სამიზნეა თელ-ავივი, ასევე მიმდებარე ქალაქები. არსებობს ცნობები, რომ ბენ გურიონის აეროპორტთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა. ამ დროისთვის უცნობია იყო თუ არა მსხვერპლი ან ნგრევა. ბოლო მონაცემებით, რაკეტა თელ-ავივის აეროპორტიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა. ჰამასის თავდასხმის ფაქტი ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურეს, თუმცა ჯერჯერობით დეტალების გარეშე.

თელ-ავივში სირენების ხმა ისმის. ისრაელის ტელეარხების ცნობით ეს იყო ყველაზე დიდი და ძლიერი სარაკეტო თავდასხმა თელ-ავივზე ალ-კასმის მიერ ომის დაწყების შემდეგ. თელ-ავივზე და მის შემოგარენში სარაკეტო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება.

ჰამასის რაკეტებმა შეაღწიეს ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემაში და გრძელდება დარტყმები ისრაელის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, ასევე ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტზე.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *