Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

1 ოქტომბერს სრულიად საბრძნეთის მასშტაბით სატესტო განგაშის ზარი დაირეკება

1 ოქტომბერს სრულიად საბრძნეთის მასშტაბით სატესტო განგაშის ზარი დაირეკება

ხვალ, 1 ოქტომბერს, სრულიად საბერძეთის მასშტაბით, სამხედრო წვრთვების ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვის სირენებს გაააქტიურებენ. 

გამაფრთხილებელი სიგნალები წყვეტილი ან უწყვეტი ფორმით 60 წამიდან 120 წამამდე ხანგრძლივობის იქნება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დილის 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ახმაურდება. 

განგაშის ზარს მოჰყვება ტაძრებიდან უწყვეტი, სწრაფი ტემპის ზარები, რომელთა ხანგრძლივობაც 3 წუთს გასტანს. 

პასუხისმგებელი ორგანოები აცხადებენ, რომ არ არსებობს საფუძველი მოსახლეობის შეშფოთებისთვის. აღნიშნული სირენების გააქტიურებას მხოლოდ სატესტო ხასიათი აქვს და მოსახლეობის მზადყოფნის პრაქტიკულ გამცდას ისახავს მიზნად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *