Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

1 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დროებით თავშესაფარში და სავალალო პირობები, რომლებშიც მათ უწევთ ცხოვრება

1 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დროებით თავშესაფარში და სავალალო პირობები, რომლებშიც მათ უწევთ ცხოვრება

უჰაერობას იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კუნძულ კრეტაზე, რადგან ბოლო 2 დღის განმავლობაში კუნძულის ადმინისტრაციულ სტრუქტურას ასობით პირი შეემატა.

Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შაბათ-კვირას ღავდუს სამხრეთ ნაწილში რამდენიმე საათის დაშორებით ასობით იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.

კრიტიკულად გადავსებულია აღიიას დროებითი თავშესაფრის ცენტრი, სადაც ბოლო 28 დღეა 348 იძულებით გადაადგილებული ცხოვრობს და ბიუროკრატიული პროცედურების დაყოვნების გამო ვერ ხდება მათი შესაბამის სტრუქტურებში გადანაწილება.

ასობით ადამიანი ცხოვრობს სავალალო პირობებში, რადგან ცენტრს აქვს მხოლოდ ორი საშხაპე, ერთი საპირფარეშო და კონდიციონეტი, რომელიც ამდენი ადამიანისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის.

აღნიშნული ადამიანების რიცხვს ემატება შაბათ-კვირას კუნძულზე შემოსული ახალი ნაკადები, რომლებიც ჯამში დროებითი თავშესაფრის მაცხოვრებლების რიცხვს 1 100-მდე ამრგვალებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *