Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

13 წლის გოგომ საკუთარ მამას ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა

13 წლის გოგომ საკუთარ მამას ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა

პირღოსში მცხოვრები ოჯახი სკანდალში გაეხვა.

ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია “Χαμόγελο του Παιδιού”-მ პოლიციას შეატყობინა ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ.

“ჩემზე ფიზიკურად ძალადობს მას შემდეგ, რაც 8 წლის გავხდი. მაგინებს და მემუქრება. რამდენიმე დღის წინ სახეში მუშტი ჩამარტყა. იმდენად ძლიერად ჩამარტყა, რომ გული წამივიდა.” – განაცხადა 13 წლის გოგონამ პოლიციასთან საუბრისას. 

გოგონას ტყუპისცალი ჰყავს, რომელიც ასევე მამასთან ერთად ცხოვრობს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგონებზე მეურვეობა სრულიად მამას ჰქონდა დაკისრებული, თუმცა ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პროკურორის გადაწყვეტილებით მამას მეურვეობა დროებით შეუჩერდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *