Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

15 წლის ბიჭისთვის დონორი გამოჩნდა – გადანერგვის ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს

15 წლის ბიჭისთვის დონორი გამოჩნდა – გადანერგვის ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს

იმედის მომცემია 15 წლის ბიჭისთვის, რომელმაც მეცოვოში სითბური დარტყმის შედეგად გონება დაკარგა, ახალი ამბავი. ახალგაზრდასთვის დონორი იპოვეს, რომელიც მას საჭირო ორგანოს გადაუნერგავს. 

ბიჭს ოპერაცია დილიდან უტარდება და შუადღის საათებში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მზის დაკვრა გახდა 15 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა მოხერხდა მისი მეგობრებისა და პროფესიონალების გუნდური მუშაობის შედეგად.

ბიჭის მამა მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის და ხაზს უსვამს მისი შვილის უცნაურ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც ბავშვობიდან ოფლს არასდროს გამოჰყოფდა.

“როცა 1 წლის იყო პირველად დავაკვირდით, რომ ზაფხულში გაუგებარი მიზეზით მაღალ სიცხეს აძლევდა. პირველად მაშინ მივიყვანეთ ექიმთან, სადაც ოფლის ანალიზი ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბავშვის საოფლე ჯირკვლები არ იყო აქტიური. საქმე არ გვაქვს რაიმე სახის სამედიცინო პათოლოგიასთან, უბრალოდ მოგვიწოდეს სიფრთხილისკენ, რის შემდეგაც გარკვეული ასაკიდან ბავშვი თავადაც სიფრთხილით ეკიდებოდა მის მდგომარეობას. მეგობრებთან ერთად იყო წასული სასეირნოდ როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ოფლმა დაასხა. დაუყოვნებლივ დამირეკეს გასაფრთილებლად, მაგრამ შორს ვიყავი, ამიტომ ბაბუა გავუშვი მის წამოსაყვანად. გაუვალი გზების გამო გაუჭირდათ სამედიცინო ცენტრში ბავშვის გადაყვანა, თუმცა მისვლისთანავე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს დახმარება გაუწია და სიცოცხლე შეუნარჩუნა.” – აცხადებს 15 წლის ბიჭის მამა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *