Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

21 ივნისი წელიწადის ყველაზე გრძელ დღედ ითვლება

21 ივნისი წელიწადის ყველაზე გრძელ დღედ ითვლება

ზაფხული ოფიციალურად 1 ივნისს იწყება, მაგრამ წელიწადის ყველაზე ცხელი სეზონი 21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობის დღიდან იწყებს ატმოსფეროში გაბატონებას. დღეს საბერძნეთის მოსახლეობა წლის ყველაზე ხანგრძლივ დღეს და მოკლე ღამეს იხილავს.

ზაფხულის მზებუდობა ყოველ წელს, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, როდესაც მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკიდურეს წერტილს აღწევს და შედეგად დღე 17 საათის განმავლობაში გრძელდება.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადგილი, სადაც მზებუდობას აღნიშნავენ, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პრეისტორიული მონუმენტი სტოუნჰენჯია.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, გიგანტური ქვებით აგებული ეს ნაგებობა, მზესა და მზებუდობის მოვლენას უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომ 21 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ამ ადგილს ათასობით ტურისტი სტუმრობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *