Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

25 სექტემბრიდან სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

25 სექტემბრიდან სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (EMY) ამინდის გაუარესების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ამინდის ცვლილება 25 სექტემბრიდან, საღამოს საათებიდან, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან დაიწყება და 27 სექტემბრის, კვირა დღის დილამდე გაგრძელდება.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კი მოსალოდნელია სეტყვაც.

პარასკევს, 25 სექტემბერს, ძლიერი ნალექი და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში: კორფუზე, იპიროსზე და დასავლეთ ცენტრალურ საბერძნეთში. წვიამიანი ამინდი საღამოს საათებიდან გვიან ღამემდე გაგრძელდება.

შაბათს, 26 სექტემბერს, დილიდან შუადღემდე ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია იონიის ზღვის კუნძულებზე. შუადღიდან საღამოს საათებამდე ატმოსფეროში ნალექი გადაინაცვლებს პელოპონისოზე და კუნძულ კითირაზე, განსაკუთრებით მესინიაში, ლაკონიაში (სპარტის რეგიონი) და არკადიის აღმოსავლეთ ნაწილში.

კვირას, 27 სექტემბერს, დილიდან შუადღემდე ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ევიაზე.

მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი ქარი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, შაბათს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ამინდი არამდგრადი იქნება. ცალკეულ რაიონებში ძლიერი წვიმას და ჭექა-ქუხილს შეიძლება სეტყვა და ძლიერი ქარებიც ახლდეს.

ადგილობრივად ასევე არსებობს წყალდიდობისა და დატბორვის რისკი, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ნალექი მოკლე დროში დიდი რაოდენობით მოვა.

ამასთან, ეგეოსის ზღვაში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის სიჩქარემ შესაძლოა 6 ბოფორს მიაღწიოს.

ათენში პარასკევს ძირითადად მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. ტემპერატურა 12-დან 24 გრადუსამდე მოიმატებს.

სალონიკში ნალექი დღის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. თერმაიკოსის ყურეში სამხრეთის ქარი 4 ბოფორამდე გაძლიერდება, მაქსიმალური ტემპერატურა კი დაახლოებით 23 გრადუსს მიაღწევს.

კვირას წვიმისა და ჭექა-ქუხილის ზონა ძირითადად აღმოსავლეთ საბერძნეთისა და ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ კუნძულებისკენ გადაადგილდება. დღის განმავლობაში ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება და გვიან საღამოსთვის უმეტეს რეგიონებში შეწყდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *