Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთი

27 წლის ქალის გაუჩინარება კოსზე: ძიების კვალი ბანგლადეშის მოქალაქის სახლამდე მიდის

კუნძულ კოსზე პოლიციის ორგანოები იკვლევენ სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებული  უსაფრთხოების ხუთი კამერის ჩანაწერებიდან ამოღებულ  მასალას, რომელიც ასახავს პოლონეთის მოქალაქის საბედისწერო მარშრუტს, რათა ნათელი მოჰფინონ 27 წლის გოგონას გაუჩინარების ბნელ საქმეს .

კამერის კადრებში ჩანს, რომ ლამაზი ქერა გოგონა მინი მარკეტში, რომელიც მისი სასტუმროდან, სადაც ის მუშაობდა, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ყიდულობს ლუდს ქილებით, შემდეგ ტოვებს მარკეტს, გარეთ გამოსული ჯდება მახლობლად ტერასაზე და სვამს.

ამ დროს კადრებში ჩანს, რომ 32 წლის ბანგლადეშელი, რომელიც დაკავებულია გატაცების ბრალდებით და ითვლება ანასტასიას გაუჩინარებაში მთავარ ეჭვმიტანილად, უახლოვდება მას და საუბარს იწყებს, რის შემდეგაც სხვა უცხოელებიც ჩნდებიან.

დასასრულს კადრებში ჩანს, როგორ ჯდება გოგონა 32 წლის ბანგლადეშელთან ერთად   მოტოციკლეტზე და მისი სახლის მიმართულებით იწყებენ სვლას.

გამოძიება მეტწილად ბანგლადეშელის საცხოვრებელ სახლზეა ორიენტირებული და  მიაჩნია, რომ სახლში შესაძლოა აღმოაჩინოს რაიმე ხელჩასაჭიდი მასალა ან კვალი, რაც საქმეს გახსნის.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ბანგლადეშელს, რომელიც გატაცების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება და 27 წლის პოლონელის გაუჩინარებაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება, სხეულზე ნაკაწრები და ბრძოლის ნიშნები აღმოაჩნდა .

მისი სხეულის ნაწილებიდან  დნმ-ის ნიმუში აიღეს,ხოლო სახლში, სადაც 32 წლის ცხოვრობდა, ქერა თმებიც იპოვეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ძიებაში, არის ის, რომ მას აღმოაჩნდა თვითმფრინავის ბილეთი იტალიის მიმართულებით, რომელიც სავარაუდოდ გოგონას გაუჩინარებიდან მეორე დღეს გაიცა,ხოლო მამაკაცმა  გამგზავრების შესახებ არავის შეატყობინა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ბანგლადეშელის მეზობელი ქალის ჩვენებაც, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია კუნძულზე ცხოვრობს.

გასულ ოთხშაბათს ნაშუადღევს ქალმა დაინახა  მამაკაცი, რომელიც მისი სახლის წინ აფორიაქებული მიმოდიოდა, მას არც კი დალაპარაკებია, თითქოს პანიკაში იყო, ტანსაცმელი მიწით და ბალახით ჰქონდა დასვრილი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ეძებდა ამ ქალის ქმარს, რათა დახმარებოდა კუნძულიდან  გასასვლელად ბილეთის აღებაში. მეზობელი ამბობს, რომ პირველად ხედავდა მას ასეთ მდგომარეობაში.

გოგონას პოვნის ოპერაციაში უკვე მონაწილეობენ სამოქალაქო დაცვის, სახანძრო ბრიგადის, საბერძნეთის სამაშველო ჯგუფის წევრები , ასევე მოხალისეები, რომლებიც დრონებით და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით დეტალურად იკვლევენ იმ ადგილს, სადაც დაკარგულის კვალი ბოლოს დაფიქსირდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *