Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

28 თებერვალს ათენში დიდი გაფიცვაა დაგეგმილი

28 თებერვალს ათენში  გაფიცვაა დაგეგმილი

ADEDY-ის მასშტაბური გაფიცვა: როგორ იმოძრავებენ ავტობუსები, მეტრო და ელექტრომატარებლები 28 თებერვალს.

ოთხშაბათს, 28 თებერვალს ტაქსები 48-საათიან გაფიცვას გეგმავენ. ასევე გაიფიცებიან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებიც.

აღნიშნულ დღეს გადაადგილება გართულდება ADEDY-ის 24-საათიანი გაფიცვის გამოც.

ამავდროულად, 24-საათიან გაფიცვას განახორციელებენ რკინიგზის მუშაკები, მათ შორის: ათენისა და თესალონიკის საგარეუბნო რკინიგზა; მუშათა პროფკავშირების გადაწყვეტილებით – სრულიად ქვეყნის რკინიგზის ფედერაცია და OSE – ს მუშაკები; TRAINOSE მუშათა პროფკავშირი; ხოლო იმუშავებენ თუ არა მეტროს 1, 2 და 3 ხაზები, ეს დღეს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ADEDY-ის 24-საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით: ავტობუსები შეწყვეტენ მუშაობას ცვლის დაწყებიდან დილის 9:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან -მორიგეობის დასრულებამდე.

OASA-ს მუშაკთა კავშირის გადაწყვეტილებით, ავტობუსების მოძრაობა  დილის 10:00 საათიდან და უფრო გვიან განახლდება, ხოლო ბოლო მარშრუტს ისინი, საღამოს, არაუგვიანეს  20:00 საათზე განახორციელებენ.

ტაქსის მძროლები 48-საათიან გაფიცვას გეგმავენ: სამშაბათს – 27 და ოთხშაბათს – 28 თებერვალს.

ავიამეთვალყურეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება 24-საათიანი გაფიცვის შესახებ ოთხშაბათს, 28 თებერვალს, რაც ნიშნავს, რომ ყველა დაგეგმილი რეისი გაუქმდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *